დეზინფექტორი ღვინის ნაცვლად: კომპანია „ბადაგონი“ პრიორიტეტებს ცვლის

საქართველოში კორონავირუსის აფეთქების გამო ღვინის კომპანია „ბადაგონი“ სადეზინფექციო საშუალებებს გამოუშვებს
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ქართული ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი „ბადაგონი“ დროებით ალკოჰოლური პროდუქციის ნაცვლად ხელის სადეზინფექციო საშუალებებს გამოუშვებს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება >>

სამების ტაძარში კორონავირუსის წინააღმდეგ დეზინფექცია ჩაატარეს - ვიდეო

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სადეზინფექციო ხსნარი 80%-ით სპირტს შეიცავს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

„ბადაგონის“ ხელმძღვანელობა უფასოდ გადასცემს სადეზინფექციო პროდუქციას მედიკოსებს, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, სასულიერო პირებს, ასევე კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების ბოლომდე - 21 აპრილამდე მკაცრი კარანტინი მოქმედებს.