COVID-19 - ბოლო ცნობები

ვინ არის აშშ-ში მყოფი ქართველი ექიმი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა – ექიმის მიმართვა

ექიმი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებთანაც ბოლო დღეებში ჰქონდა შეხება და სთხოვს, რომ კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ.
Sputnik

თბილისი,  31 მარტი — Sputnik. ქართველი ექიმს ნინო ქავთარაძეს, რომელიც აშშ-ში ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ საზოგადოებას ექიმმა „ფეისბუქ-ლაივით“ შეატყობინა. 

ექიმი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებთანაც ბოლო დღეებში ჰქონდა შეხება და სთხოვს, რომ კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ.

„გამარჯობათ, მე ნინო ქავთარაძე ვარ, ამ წუთას გავიგე, რომ ტესტი კორონავირუსზე პოზიტიურია. რაც შეეხება სიმპტომებს, ორი ან სამი დღის წინ თავი მტკიოდა, მაგრამ თავის ტკივილი დავაბრალე ნერვიულობას და დიდი ყურადღება არ მივაქციე, სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ერთადერთი, გუშინწინ იყო, რომ თავს ვერ ვწევდი“, – ამბობს ნინო ქავთარაძე.

აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთის მაჩვენებელს გადაასწრო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო შემოღებული ფედერალური დირექტივები მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ტრამპის თქმით, ეს დირექტივები, მათ შორის სოციალური დისტანცირება „არის გამარჯვების გზა“.