COVID-19 - ბოლო ცნობები

ისტორიული ზღურბლი: აშშ-ში COVID-19-ის ხუთწუთიანი ტესტები შეიქმნა

ტესტირების სქემა უკვე მოიწონა აშშ-ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სააგენტომ და ტესტ-სისტემები უახლოეს ვადებში გადაეცემა საავადმყოფოებს.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. აშშ-ში COVID-19-ის ახალი ტესტები შექმნეს, რომელიც 5 წუთში იძლევა პასუხს ინფიცირებაზე.

აღნიშნულის თაობაზე თავად პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა განაცხადა თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე და საზოგადოებას ტესტიც წარუდგინა.

​„დღეს ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ ზღურბლს კორონავირუსთან ბრძოლაში. ტესტირება მილიონზე მეტმა ამერიკელმა გაიარა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ტესტირების სქემა უკვე მოიწონა აშშ-ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სააგენტომ. ტესტ-სისტემები უახლოეს ვადებში გადაეცემა საავადმყოფოებს.

მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ COVID-19-ის ზეზუსტი ტესტები შეიქმნა რუსეთშიც, რომლებიც სრულად გამორიცხავს ცრუ დადებითი შედეგების ჩვენებას.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 788 522 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 37 878 და განკურნებულია 166 768 პაციენტი.