COVID-19 - ბოლო ცნობები

ადასტურებს სტატისტიკა: მედიკოსები COVID-19-ის დამატებით რისკ-ფაქტორს ასახელებენ

მედიკოსებმა განმარტეს, რომ ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა ორი მესამედია ასეთი პაციენტი, ხოლო ნიდერლანდებში რეანიმაციაში გადაყვანილ ინფიცირებულთა შორის 80%-ს აწუხებს ეს პრობლემა.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ჭარბცხიმიანობა შესაძლოა დამატებითი რისკ-ფაქტორი იყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, აცხადებენ ექიმები. 

საუკეთესო COVID-19-სგან თავდასაცავად: ექიმებმა ხელმისაწვდომი პროდუქტი დაასახელეს

მათი თქმით, მაღალი საფრთხის მიზეზი ისაა, რომ ჭარბცხიმიან ადამიანებს ჩასუნთქვის სიღრმე და ფილტვების მოცულობა ნაკლები აქვთ, ანუ ასეთებს პნევმონია უფრო აქტიურად განუვითარდებათ. 

გარდა ამისა, რაც უფრო მაღალია სხეულის მასის ინდექსი, მით მეტია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, ან მეორე ტიპის დიაბეტის ალბათობა, რაც ასევე ზრდის გართულების რისკს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. 

„ადამიანები გაცხიმოვნების უკიდურესი ფორმით — ეს კომორბიდული (ერთდროულად რამდენიმე პათოლოგიით დაავადებული) პაციენტები არიან, რომლებსაც მინიმუმ სამი-ოთხი დაავადება აწუხებთ და ეს დაავადებები ზრდის რისკს – ცუდად გაუმკლავდნენ ნებისმიერ ინფექციას, მათ შორის, COVID-19-ს“, — განმარტავს ექიმი-დიეტოლოგი ნატალია პუგაჩოვა. 

აღსანიშნავია, რომ უცხოური სტატისტიკა ადასტურებს ამ ვარაუდს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურში განმარტეს, რომ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა ორი მესამედი ჭარბწონიანი პაციენტია. ხოლო ნიდერლანდებში, როგორც ამას ინტენსიური თერაპიის სპეციალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დიდერიკ გომერსი ამბობს, რეანიმაციაში გადაყვანილ კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 80%-ს ზედმეტი წონა აქვს.

COVID 19: ქვეყნდება აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი>>

ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გასცა რეკომენდაციები, რომ კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში აუცილებელია საკვების ულუფების კონტროლი. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 788 522 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 37 878 და განკურნებულია 166 768 პაციენტი.