საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი, ასევე გაიზარდა კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვიც – 5114.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 108-ს მიაღწია.

საქართველოში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 263 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.