სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის შეთანხმება ტვირთების ტრანზიტზე - პოლიტოლოგის შეფასება

პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი არტურ ატაევი საუბრობს იმ სარგებელზე, რომელიც თითოეული ქვეყნისთვის ტვირთის სატრანზიტოდ გახსნილ „მწვანე დერეფანს“ მოაქვს
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სომხეთი, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ „მწვანე დერეფნის“ უზრუნველყოფაზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტვირთბრუნვის შესანარჩუნებლად. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანი: სომხეთი და რუსეთი საქართველოს ტვირთის ტრანზიტზე შეუთანხმდნენ

„მწვანე დერეფანი“, რომელიც სამი ქვეყნის მიერაა ინიცირებული - არის კონკრეტული ნაბიჯი და კონკრეტული ქმედება უკვე არსებული ეკონომიკური კრიზისის გადასალახად. „მწვანე დერეფნის“ მეშვეობით, პირველ რიგში, უეჭველ სარგებელს მიიღებს სომხეთი, რომლისთვისაც საქართველოს სამხედრო გზა და რუსეთი-საქართველო-სომხეთის დერეფანი არის „სიცოცხლის გზა“ საგანგებო მდგომარეობისა და თანდათანობით გაღრმავებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში. მეორე - ეს ეკონომიკური გადაწყვეტილება საკმაოდ სერიოზულ შედეგს მოუტანს საქართველოს ტრადიციულად დამკვიდრებულ სატრანზიტო სტატუსს. და, როგორც სარგებელის მიმღები, მესამე ადგილზეა რუსეთი, რომელიც დიდწილად გამოდის, როგორც ეკონომიკური დონორი“, - განუცხადა ატაევმა „Sputnik-სომხეთს“.

პოლიტოლოგის აზრით, ევრაზიის კავშირი ახლა უფრო მიმზიდველი ხდება.

„თუ ევროკავშირი არის უფრო მეტად საიმიჯო პროექტი, რომელიც რეალურ პირობებში - საფრანგეთი-გერმანია-იტალიის სამკუთხედის მაგალითით - ამტკიცებს თავის უუნარობას, რუსეთი-საქართველო-სომხეთის სამკუთხედი ეკონომიკური თვალსაზრისით ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს, რეალურ ეკონომიკურ ობიექტურობას და აუცილებლობასაც კი“, - აცხადებს ატაევი.