სამეგრელოში ტემპერატურული სკრინინგი მიმდინარეობს

პროფილაქტიკური ღონისძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც რეგიონში კორონავირუსით დაინიფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის ზომების გამკაცრების ფარგლებში სამეგრელოს სოფელ ზედა ეწერში მიმდინარეობს ე.წ. ტემპერატურული სკრინინგი, ანუ მოსახლეობას მასობრივად იკვლევენ სხეულის ტემპერატურის კუთხით.

ასეთი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ ყველა პასუხისმგებელი ვართ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე

ინფიცირებულია 67 წლის მამაკაცი. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც პირველი არხი იუწყება, მოსახლეობა მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივას დადებითად შეხვდა.

სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა. კერძოდ, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან შედარებით.

მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ბოლო 24 საათში წესები ასზე მეტმა ადამიანმა დაარღვია>>

ამ დროისთვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს ხუთი საკარანტინო ზონა – სამი ანაკლიაში და ორი მესტიაში.