თმის ფერი სიცოცხლის ხანგრძლივობას განაპირობებს: მეცნიერული კვლევა

მეცნიერებმა ასობით ათასი ადამიანის გენომები შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ თმის ფერსა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ადამიანის თმის ფერსა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი არსებობს, დაადგინეს კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკური მედიცინის სკოლის სწავლულებმა, რომელთა კვლევასაც აქვეყნებს ჟურნალი Nature Communications

ჰარვარდში 80 წლიანი კვლევა დასრულდა: რა ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა ასობით ათასი ადამიანის გენომები შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მუქთმიანებში, როგორც წესი, სქესობრივი მომწიფება უფრო ადრე იწყება. ხოლო როგორც მანამდე იყო ცნობილი, ადრეული პუბერტატი (სექსუალური განვითარების პერიოდი) ზრდის ზოგი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ასევე მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.

კვლევის ავტორების თქმით, თმის ფერსა და სქესობრივ მომწიფებას შორის კავშირს ჰიპოფიზი განაპირობებს. საქმე ისაა, რომ ეს ჯირკვალი ერთდროულად გამოიმუშავებს ისეთ ჰორმონებს, რომლებიც სქესობრივი ჯირკვლების მომწიფებასაც არეგულირებს და პიგმენტაციაზეც ახდენს გავლენას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღრმა სიბერემდე უფრო ხშირად (40%-ით მეტი) შემოდგომით დაბადებულები აღწევენ, გაზაფხულზე დაბადებულებს კი ამ მხრივ ნაკლებად უმართლებთ.