საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 97-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 97-ს მიაღწია.

ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 264. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 22 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ასევე გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, კერძოდ, შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.