მსოფლიო დღეს

სამედიცინო ტერორიზმი: ირანი შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს

ირანელი მინისტრი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მოქმედება არა მარტო ირანის წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმია, არამედ ეს არის დანაშაული ადამიანურობისა და მსოფლიო საზოგადოების წინაშე.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. პანდემიის პირობებში ამერიკული სანქციები ირანის წინააღმდეგ – სამედიცინო ტერორიზმია, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა. 

ირანს სანქციები უნდა მოეხსნას: ჩინეთი პანდემიის პირობების გათვალისწინებას მოითხოვს

მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ გამუდმებით ცდილობს გაამკაცროს ირანისთვის დაწესებული სანქციები, უარს ამბობს სანავიგაციო მოწყობილობების მიწოდებაზე, რომლებსაც ისლამური რესპუბლიკის ავიაკომპანიები იყენებენ. 

ზარიფის თქმით, ამერიკელების მიზანია შეუზღუდონ ირანს ავიაპარკით სარგებლობა და არ მისცენ ქვეყანას საშუალება, გამოიყენოს საინფორმაციო ტექნოლოგიები COVID-19-თან ბრძოლაში.

„ამგვარად, აშშ-ის მიერ გამოყენებულმა ეკონომიკურმა და სამედიცინო ტერორიზმმა სხვადასხვა ფორმები მიიღო“, — განაცხადა ირანელმა მინისტრმა.

ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მოქმედება, სამართლებრივი თვალსაზრისით, არა მარტო ირანის წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმია, არამედ ეს არის დანაშაული ადამიანურობისა და მსოფლიო საზოგადოების წინაშე.

დამნაშავეა ირანი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანს ხუთი ქვეყნის ინფიცირებაში სდებს ბრალს>>

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს ხუთი ქვეყნის ინფიცირებაში დასდო ბრალი. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანის ავიაკომპანია Mahan Air-მა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნის, თებერვალში დაახლოებით 55 რეისი შეასრულა ჩინეთში და უკან, რითიც ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი.