ყვითელი ამბები

„რა დღეში ვყავართ კორონას...“ – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ცნობილი ექიმი „ინსტაგრამზე“ უჩვეულო ფოტოს აქვეყნებს.
Sputnik

ცნობილი კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე „ინსტაგრამზე“ საკუთარ ეზოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მოდური ქალბატონი ქურთუკშია გამოწყობილი. ექიმი აღნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, მაკიაჟზეც უარი თქვა და ცნობილ ბრენდებზეც. ფოტოს მსახიობი ია ფარულავა გამოეხმაურა, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი კორონავირუსის დამსახურებაა.

ნინო ნადირაძე-კუზანოვაზე მოგახსენებთ, რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია. მას კარგი გემოვნება აქვს. მას მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების დადება.

ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც 4 წელი აშენებდნენ. სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახებია განაწილებული. მისაღები და სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზეა განთავსებული საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარია, ასევე ნინოს დიდი საგარდერობე ოთახი. სახლს დიდი ტერასები აქვს, რომლებიც ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული, ისევე, როგორც ეზო. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა Instagram-ზე საგარდერობო ოთახის ვიდეო გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მისი სიდიდით შოკირებული არიან.

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. გუგა და ნინო ერთად გატარებულ ერთ რუტინულ დღეს ყველას უზიარებენ. ნინო საკუთარ გარდერობსაც კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ქალბატონების აღფრთოვანებული კომენტარები არ წყდება.