ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა

მარტოხელა ხანდაზმულმა ქალმა, სავარაუდოდ, გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხა, მეზობლებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძრის შედეგად 80 წლის ქალი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საცხოვრებელ სახლში ხანძარი სწრაფად გავრცელდა. მარტოხელა ხანდაზმულმა ქალმა, სავარაუდოდ, გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხა, მეზობლებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები და პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.