COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 424-მდე გაიზარდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ახალი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა
Sputnik

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 424-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

შაბათს საღამოს სომხეთში დაავადებულთა რაოდენობა 407 ადამიანს შეადგენდა. ამგვარად, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 17-ით გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა 30 ადამიანი. მკურნალობას 391 პაციენტი აგრძელებს. 2054 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

შუაღამიდან დილამდე - 28/29 მარტი: კარანტინის დარღვევისთვის მოქალაქეს პასპორტი გაუბათილდა

26 მარტს სომხეთში კორონავირუსით პირველი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 72 წლის ქალი -  სომხეთის მოქალაქე, რომელსაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა:  ფილტვების ორმხრივი პნევმონია, პოლიორგანული უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, ჰიპერტონია და გულის რიტმის დარღვევა.

წუხელ ღამით კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი - ეს არის 55 წლის ქალი და 73 წლის მამაკაცი, რომელთაც კორონავირუსთან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ. ამგვარად, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 ადამიანს შეადგენს.

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ქვეყანაში შეზღუდულია შესვლა და გამოსვლა, აკრძალულია საჯარო ღონისძიებები. დაკეტილია სასწავლო და კულტურული დაწესებულებები.

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა >>

თუმცა, მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით 25-31 მარტს მოქალაქეთა გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა. სახლიდან გასვლა დაშვებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პასპორტი და შევსებული ანკეტა. შეწყდა ყველა საწარმოს და ორგანიზაციის მუშაობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანის გარდა. მუშაობს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.