საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 268 პაციენტია
Sputnik

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 268 პაციენტია.

ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა. 

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის აკრძალული ან შეზღუდულია რიგი მოქმედებები. დეტალურად ინფორმაციას ამის შესახებ გაეცანით აქ.