ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და ხანდაზმულებს დაურიგებენ
Sputnik

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმული ადამიანების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება, იუწყება „Sputnik საქართველოს“ ჟურნალისტი.

ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება

აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტთან ნათია ლოლაძესთან ერთად, ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ იმყოფებოდა.

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილში“, ასევე „აგროჰაბის“ ყველა ფილიალში შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება

„რიგით მოქალაქეებს, როდესაც თავისთვის ყიდულობენ საკვებ პროდუქტებს, ეძლევათ შესაძლებლობა და ეს, რა თქმა უნდა, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომ გარკვეული პროდუქტები შეიძინონ იმ ადამიანებისა და ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ვისაც ჩვენ ვეხმარებით. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება

მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც დახმარების მიღების სურვილი აქვთ, უნდა დარეგისტრირდნენ მერიის „ცხელ ხაზზე“ – 2 72 22 22.

ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება

29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 90 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4717, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 ადამიანია. 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.