COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 209-მდე გაიზარდა

მთავრობაში ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ განაცხადეს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თითქმის ორასი ადამიანი იმყოფება
Sputnik

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

თავდაცვის სამინისტროში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში 25 ათასი ადამიანს ტესტი ჩაუტარდა. აქედან კორონავირუსი აღმოაჩნდა 209-ს, 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი დაინფიცირების ახალი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობას სოციალური იზოლაციის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ქალაქ უჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი არის ახალი ტიპის კორონავირუსი, რომელსაც 11 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის სახელწოდება მიანიჭა.