ლელა მებურიშვილი: ჩემს ცხოვრებას ყოველთვის თან სდევდა ჩემი ტყუპის ცალი
© Sputnik
„მე ვფიქრობ, ეს ცხოვრება ძალიან პატარაა და ამიტომ ყოველი წუთით უნდა დატკბე. ძალიან დიდ ოჯახში ვიზრდებოდი. მყავს სამი ძმა და ისიც კი ბევრს ნიშნავს, რომ მე მარტო არ დავიბადე. ბაღში, სკოლაში ინსტიტუტში მე და ჩემი ტყუპის ცალი სულ ერთად ვიყავით. ის ყოველთვის მიცავდა და ყოველთვის იყო ჩემს გვერდით. სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენს მიმართ, დღესაც კი როცა გვიხსენებენ ერთად გვიხსენებენ. ეს პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში დიდ როლს თამაშობს. შენ აღგიქვამენ როგორც ძლიერ სქესს,რადგან ტყუპის ცალი გყავს, ამიტომ ორი ხარ!“ - ამბობს ლელა მებურიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
მსახიობი ლელა მებურიშვილი: „ბავშვობაში როცა ვიძინებდი ჩამოვთვლიდი ხოლმე: ღმერთო, არ იყოს მიწისძვრა, არ იყოს ომი, წამება... მაშინ მჯეროდა, თუკი ამას ყველაფერს ჩამოვთვლიდი მართლა არ მოხდებოდა“.