ალექსანდრე ანჯაფარიძე: 30-40% იმისა, რასაც სურდოს ეძახიან - ამ ვირუსებითაა გამოწვეული

ალექსანდრე ანჯაფარიძე საუბრობს კორონავირუსის არსზე და იმაზე, თუ რომელ ცხოველს და ფრინველს ემართება ის და რა სახის სიმპტომებს ავლენს მათში ეს დაავადება.
Sputnik

 

ალექსანდრე ანჯაფარიძე: 30-40% იმისა, რასაც სურდოს ეძახიან - ამ ვირუსებითაა გამოწვეული
„კორონავირუსი ცხოველებშიც არსებობს, თუკი განვიხილავთ, მაგალითად ძაღლში, ცხენში, ღორში ან ძროხაში- ამ ცხოველებში ის იწვევს დიარეას. ბატებში მაღალ სიცხეს იწვევს. თაგვებსა და ვირთხებში-ფილტვების შეშუპებას.  კორონავირუსი ფრინველებსაც ემართება, არსებობს ასეთი ტერმინი ბულბულ- კორონავირუსი, რომელიც ბულბულებს ემართება. ასევე ემართება ის  ბეღურებსა და ქათმებსაც. რაც შეეხება ადამიანებს ამ შემთხვევაში უკვე შვიდი სახის კორონავირუსი ცნობილი და ისინი სხვადასხვა სიმპტომატიკურ შედეგებს იწვევს ცხოველებსა და ადამიანებში.“- ამბობს სატელევიზიო გადაცემაში ალექსანდრე ანჯაფარიძე.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ვირუსოლოგი ალექსანდრე ანჯაფარიძე აცხადებს: „ეს არ არის ახალი ვირუსი. კორონავირუსი არსებობდა 2003, 2009,  2012 წლებშიც. ახალი ისაა, რომელიც ღამურებში იყო, მაგრამ მათ არ აავადებს.  რადგან  ისინი ამ ინფექციის ჯანმრთელი მატარებლები არიან.  ეს ერთის მხრივ, წვეთოვანი გზით, გავრცელა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ფეკალ- ორალური ტრაქცითაც გავრცელდა“.