ყვითელი ამბები

თამო ვაშალომიძემ გრძელი თმა შეიჭრა და ვარდისფრად შეიღება – თამამი ექსპერიმენტი

გრძელი ყავისფერი თმიდან ვარდისფერ ტრენდულ მოკლე ვარცხნილობამდე ერთი ნაბიჯია. თამო ვაშალომიძის მორიგი გარდასახვა გაგაოცებთ. ნახეთ, როგორ გამოიყურება ფოტომოდელი ექსპერიმენტის შემდეგ.
Sputnik

ქართველი ფოტომოდელი საკმაოდ თამამი ფოტოსესიებით გამოირჩევა. ქალაქში ჭორები ვრცელდებოდა, თითქოს თამომ უკრაინულ PLAYBOY-სთან კონტრაქტი გააფორმა და ფოტოსესიაზე მიემგზავრება. უკრაინაში არაერთხელ არის ნამყოფი, მაგრამ ჭორი ჭორადვე დარჩა. თამო არავინ მიიწვია. მედავითნემ და ეკლესიურმა გოგონამ ერთ დღეში მთელი თბილისი აალაპარაკა. მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა, ეკლესიიდან წამოსვლა, სუიციდის მცდელობები, ეროტიკული ფოტოსესიები, ბიზნესმენთან ნიშნობა, ცოლიანი მამაკაცისგან შვილის გაჩენა, უკანალის ოპერაცია და დაზღვევა – ამ თემების ხსენებაზე ადამიანებს სწორედ თამო ახსენდებათ, რადგან მის გარშემო სკანდალები არ წყდება, თავად მოდელი კი ჭორების გავრცელებას ხელს უწყობს.

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად გამოქვეყნებულ სურათებს უფრო აქტიურად აქვეყნებს.

თამო ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და ამიტომ სასურველი სტუმარია. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო შოუებში ნაკლებად ჩნდება, სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტს. მისი ექსპერიმენტებით დაინტერესებული „ფოლოვერები“ კომენტარებს არ იშურებენ. უახლეს სურათზე, რომელზეც თამოს ვარდისფერი თმა და ახალი იმიჯი კარგად ჩანს, თაყვანისმცემლებმა ის შორენა ბეგაშვილს შეადარეს. Instagram-ის ხელმომწერების უმეტესობამ მისი ვარდისფერი თმა მოიწონა და „ვარდისფერი დივა“ შეარქვეს.

აშკარაა, რომ თამო ვაშალომიძე იმიჯის შეცვლით დადებით ემოციებს იწვევს. მის ცხოვრებაში ახლა სკანდალური განცხადებები ნაკლებია. მისი უახლესი გარდასახვა მხოლოდ თმების შეცვლას უკავშირდება, თუმცა, როგორც ჩანს, ფოტომოდელმა უბრალოდ მორიგი პარიკი მოიხდინა.