ყვითელი ამბები

„ვეუბნები, გამოიძახოს სასწრაფო, ზურას მაღალი სიცხე აქვს...“ – ნინი ქარსელაძე

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კორონავირუსის ათობით შემთხვევაა დაფიქსირებული, საზოგადოება ჯანმრთელობას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. ნახეთ, რას აცხადებს მომღერალი.
Sputnik

მომღერალი ნინი ქარსელაძე აცხადებს, რომ მომღერალ ზურა ხაჩიძეს, რომელიც მისი ოჯახის წევრია, მაღალი სიცხე აქვს. ამის შესახებ ნინიმ „ინსტაგრამის“ „ლაივში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მას სასწრაფოს გამოძახება ურჩია. უცნობია, რა სჭირს ზურას, რადგან დეტალებზე ნინის აღარ უსაუბრია. „ინსტაგრამზე“, თავის მხრივ, ზურა ხაჩიძემაც გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ „სთორიში“ თერმომეტრის ფოტო და დაწერა, რომ იმუნიტეტმა უმტყუნა.

ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძის დედის ხათუნა ჟორდანიას მეუღლეა. წყვილი წლებია ბედნიერად გრძნობს თავს, მათ საერთო გოგონა – ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს.