30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პროფესიული კარიერა დაასრულა

ანა ტატიშვილი 2012 წელს WTA-ს რეიტინგში 50-ე პოზიციაზე ავიდა. ეს იყო მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა 30 წლის ასაკში განაცხადა, რომ პროფესიულ კარიერას ასრულებს. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

ტატიშვილი 2014 წლამდე ქართული დროშით ასპარეზობდა, შემდეგ მან აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო და მას მერე შეჯიბრებებზე ამ ქვეყნის სახელით გამოდიოდა.

ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი 46 ათასი ევროთი დააჯარიმეს

„სამწუხაროდ, ქრონიკული ტრავმების გამო ორგანიზმი აღარ მაძლევს ჩოგბურთის კონკურენტულ დონეზე თამაშის საშუალებას. პროფესიული ჩოგბურთი – ეს მხოლოდ ბრძოლა არაა კორტზე, არამედ ასევეა ბრძოლა ტრავმებთან. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მტკივნეულია ეს გადაწყვეტილება ჩემთვის – უნდა დავტოვო პროფესიული ჩოგბურთი... დავრჩები ამ სფეროში, ოღონდ სხვა სახით“, – დაწერა ტატიშვილმა.

თავისი კარიერის განმავლობაში ტატიშვილს WTA-ს სერიიდან არც ერთი ტურნირი არ მოუგია, მაგრამ 11-ჯერ მოიგო ITF-ის ეგიდით გამართული შეჯიბრებები.

ანა ტატიშვილი 2012 წელს WTA-ს რეიტინგში 50-ე პოზიციაზე ავიდა. ეს იყო მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი.