ივანე ჩხაიძე: „ხელი კარგად დაიბანეთ, მაგრამ არაუმეტეს...“

ივანე ჩხაიძე კიდევ ერთხელ განმარტავს კორონავირუსის არსს და შეგვახსენებს მისგან თავის დასაცავ, პრევენციულ ღონისძიებებს.
Sputnik
ივანე ჩხაიძე: „ხელი კარგად დაიბანეთ, მაგრამ არაუმეტეს...“
„საერთოდ კორონავირუსის ბევრი შემთხვევა უსიმპტომოა, ამიტომ დაღუპულთა რიცხვი რეალურად გაცილებით მეტია. ეს დაავადება საკონტროლოდ წარმოუდგენლად რთულია, რადგან ვერანარად ვერ მოვახერხებთ აღმოვაჩინოთ ან გავაკონტროლოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც ის აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. რეკომენდაციებში მოიმატა ხელის დაბანის ხანგრძლივობამ“, – ამბობს ივანე ჩხაიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ივანე ჩხაიძე ამბობს: “ამ ინფექციის გავრცელების გზა აირ-წვეთოვანია, ამიტომ ნიღაბს იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ დახურულ სივრცეში ყოფნა გვიწევს. გაშლილ სივრცეში მას აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია სახლის ხშირი განიავება. აქტუალურია კონტაქტური გადაცემის გზაც, წარმოიდგინეთ, თქვენ შეეხეთ იმ მაგიდას, რომელთანაც რამდენიმე წუთის წინ ვიღაც ახველებდა, ასე რომ, შესაძლოა, კონტაქტური გზითაც მიიღოთ ინფექცია“.