COVID-19 - ბოლო ცნობები

პუტინმა G20-ის სამიტზე კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებს გაცილებით მასშტაბური რყევები მოჰყვება, ვიდრე 2008 და 2009 წელს მოხდა, ხოლო სავაჭრო სანქციები რეცესიას გააღრმავებს.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა G20-ის სამიტზე კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები დაასახელა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა: „დაივიწყეთ რუსული авось“

რუსეთის ლიდერმა მონაწილეებს შემდეგი ინიციატივები შესთავაზა:

  • —  საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით შეიქმნას სპეციალური ფონდი და ნებისმიერ წევრს სახსრების სესხების უფლება მიეცეს;
  • —  შემუშავდეს საერთო გეგმა კორონავირუსით დაზიანებული ეკონომიკის აღსადგენად;
  • —  ჯანმოს ძალისხმევა მიიმართოს ფარული ეპიდემიების გამოსავლენად იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა არ არის;
  • —  შეიქმნას „მწვანე დერეფნები“, რომლებიც სავაჭრო ომებისა და სანქციებისგან თავისუფალი იქნება;
  • —  გამოცხადდეს მორატორიუმი ტრანზაქციებზე და სასაქონლო შეზღუდვებზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო ღონისძიება წარმოადგენს ჰუმანიტარულ საკითხს, რომელიც „პოლიტიკურ ჩენჩოს“ მოაშორებს.

პუტინის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებს გაცილებით მასშტაბური რყევები მოჰყვება, ვიდრე 2008 და 2009 წელს მოხდა, ხოლო სავაჭრო სანქციები რეცესიას გააღრმავებს.

ამასთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერმა მოუწოდა „ოცეულის“ ქვეყნებს ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა კორონავირუსის ვაქცინის შექმნა დაჩქარდეს.