ყვითელი ამბები

„ერთი წელიც გავიდა...“ – ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილ მამას გულის ამაჩუყებელ პოსტს უძღვნის

ნინი ბადურაშვილის მამა, კინორეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი შარშან, მარტის მიწურულს გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ მომღერალი ემოციურ სურათებს აქვეყნებს.
Sputnik

მომღერალ ნინი ბადურაშვილის მამა ერეკლე ბადურაშვილი ცნობილი რეჟისორი იყო. ნინიმ პირველად მსახიობობა სწორედ მის ფილმში სცადა. რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი წინა წლის მარტში გარდაიცვალა. არაერთი ფილმის ავტორი ბოლო პერიოდშიც მუშაობდა ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე „ხიდი“, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა. მასში ნინი ბადურაშვილი თურქ მსახიობთან ერთად მონაწილეობდა.

კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 2019 წლის 25 მარტს გარდაიცვალა. ოჯახისთვის ეს ამბავი მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მსახიობ ლალი ბადურაშვილის ვაჟი და მომღერალ ნინი ბადურაშვილის მამა თირკმლის უკმარისობით 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ერთი წლის წინ ნინი ბადურაშვილმა დაწერა: “დრო მოვა და ერთად ვიქნებით, მაგრამ ჯერ არა… ისე ვიცხოვრებ, როგორც შენ გინდოდა, მამ… მიყვარხარ და გემშვიდობები… შეხვედრამდე”... მამის წლისთავზე კი მოკლე ტექსტით შემოიფარგლა. მამის გარდაცვალების შემდეგ მსახიობების ოჯახში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. 2020 წლის 4 თებერვალს კინორეჟისორის დედა, მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა. ლალი ბადურაშვილი უკვე ერეკლე ბადურაშვილის დაკრძალვაზე გახდა ცუდად. შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო და კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გართულდა.