საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

ამ დროისათვის საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 247. გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.  

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.