მსოფლიო დღეს

მარტო სახლში: ხუთი წლის ბავშვმა 16 საათი გაატარა COVID-19-ით გარდაცვლილი დედის გვერდით

წინასწარი მონაცემებით, ექიმი-მამოლოგი ქალი პოლიციის მიერ ცხედრის აღმოჩენამდე 12-16 საათით ადრე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მცირეწლოვანი ბავშვი დაახლოებით 16 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მარტო COVID-19-ით გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად, იტყობინება ტელეარხი WGXA

მსოფლიო შუაღამიდან შუადღემდე: თავშესაფარ ბუნკერებზე მოთხოვნა იზრდება

შემთხვევა აშშ-ში მოხდა. 42 წლის ექიმ-მამოლოგ ქალს კორონავირუსზე ტესტი უკვე გარდაცვალების შემდეგ ჩაუტარდა და მან დადებითი შედეგი აჩვენა.

წინასწარი მონაცემებით, ქალი პოლიციის მიერ ცხედრის აღმოჩენამდე 12-16 საათით ადრე გარდაიცვალა. ამ დროს სახლში მხოლოდ ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ოთხი ან ხუთი წლისაა.

საავადმყოფო, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა, უკვე დაუკავშირდა ყველა თანამშრომელსა და პაციენტს, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ქალთან და ტესტის გავლისკენ მოუწოდა. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 487 648 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 22 030 და გამოჯანმრთელდა 117 749 კაცი.