თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 მარტს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეღლეთის, გალავნის, ჟონეთის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის და გოლოვნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.