არმია კორონავირუსის წინააღმდეგ: როგორ უზრუნველყოფენ წესრიგს მარნეულში სამხედროები

Sputnik

იმის გამო, რომ მომენტალურად ვერ მოხერხდა 62 წლის მარნეულის მკვიდრი ქალის დაინფიცირების წყარო, საქართველოს მთავრობამ დაჩქარებულ ვადებში გადაწყვიტა მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესება. ბოლო მონაცემებით, მარნეულშ 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ბოლნისში კი - 78 ათასი.

სამხედროები ამ დროისათვის არა მხოლოდ წესრიგს უზრუნველყოფენ, არამედ ადგილობრივებს ტერიტორიაზე განთავსებული ბლოკ-პოსტების გადაკვეთაშიც ეხმარებიან. ტრანსპორტს, რომელიც „რისკის რაიონებში“ მიემარტებიან, დეზინფექცია უტარდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ხელისუფლების დროული მოქმედების წყალობით, მარნეულში კორონავირუსის აფეთქების აღკვეთა დროულად მოხერხდა.

1 / 21
სამხედროები არა მხოლოდ უზრუნველყოფენ წესრიგს მარნეულსა და ბოლნისში, არამედ მოსახლეობას ბლოკპოსტების გადაკვეთაშიც ეხმარებიან
2 / 21
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უკვე აღიარა, რომ ხელისუფლების დროული ქმედებების წყალობით მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის მასობრივი აფეთქება აღიკვეთა
3 / 21
როგორც კი ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ით დაავადებულ 62 წლის მარნეულის მკვიდრ ქალს ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ორ რაიონში სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა
4 / 21
ამ დროისათვის მარნეულისა და ბოლნისისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია
5 / 21
სამხედროები დრონებით აკონტროლებენ, რომ უკანონოდ არავინ დატოვოს ეს ტერიტორიები
6 / 21
თუ ადგილობრივებს ბლოკპოსტების გავლა უწევთ, სამხედროები მათ აცილებენ
7 / 21
სამხედროები ტემპერატურას უზომავენ ადგილობრივებს. ამ დროისათვის სამხედროებსა და სპეციალისტებს ადგილზე 15 ათასზე მეტი ადამიანის საერთოდ მდგომარეობა აქვთ შემოწმებული
8 / 21
ორი რაიონის ტერიტორიაზე დაკვირვება ბინოკლებითა და სხვა ოპტიკური საშუალებებითაც მიმდინარეობს
9 / 21
რაიონებში მიმავალ სატვირთოებს შემოწმების მიზნით აჩერებენ
10 / 21
ბლოკპოსტებზე სამხედროები ტრანსპორტს დეზინფექციას უტარებენ
11 / 21
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება მარნეულისა და ბოლნისის სრული საკარანტინო რეჟიმი
12 / 21
დღეისათვის რაიონის 80 მკვიდრის ტესტების შედეგებია შესწავლილი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ პაციენტთან
13 / 21
მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების ყველა შემთხვევა 62 წლის ინფიცირებულ ქალს უკავშირდება
14 / 21
დადგენილია ქალის დაინფიცირების წყაროც. ის მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. დარჩენილია მხოლოდ გენეტიკური ანალიზის შედეგების მიღება
15 / 21
მანამდე მარნეულისა და ბოლნისისკენ მიმავალი გზები დაკეტილი რჩება. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სოზარ სუბარი ადგილობრივებს არწმუნებს, რომ ასეთი ზომები არანაირად არაა კავშირში ნოვრუს ბაირამის აღნიშვნასთან ან ენობრივ ბარიერთან, და კიდევ ერთხელ განმარტა ამგვარი მკაცრი ზომების მიზეზი - ეს კორონავირუსი COVID-19-ის აფეთქების საშიშროებაა
16 / 21
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ორ რაიონში არიან გადანაწილებულები, მომარაგებული არიან თავდაცვის საშუალებებით - ხელთათმანებით, რესპირატორებითა და სახის გამჭვირვალე ფარებით
17 / 21
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად აკვირდება საკარანტინო რეჟიმს ორ რაიონში
18 / 21
მარნეულში დღეს დაახლოებით 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 83 პროცენტი ეთნიკური აზერბაიჯანელია. ბოლნისის რაიონში დაახლოებით 79 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 63 პროცენტი ასევე აზერბაიჯანელია
19 / 21
მიუხედავად იმისა, რომ ორი რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მალევე გადაიგზავნა სამხედრო ქვედანაყოფი, მარნეულში ასევე განთავსდა საველე ჰოსპიტალი სიტუაციის გამწვავების მოსაგერიებლად
20 / 21
სამხედროებისთვის, რომლებიც რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ასეთი დავალება პრეცედენტია. საქართველოში არასდროს ყოფილა ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, რომელთან საბრძოლველადაც არმია ყოფილა საჭირო
21 / 21
თუმცა სამხედრო მოსამსახურეები კარგად უმკლავდებიან დაკისრებულ მოვალეობას. ამ დროისათვის მიმდინარეობს რამდენიმე სამხედროს მდგომარეობის შესწავლა - მათ მაღალი სიცხე დაუფიქსირდათ