ყვითელი ამბები

რამ გააცინა პირდაპირ ეთერში ნათია ფანჯიკიძე, რომლის ვიდეომ სოციალური ქსელი გაამხიარულა

სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ვიდეო კურიოზით, რომელიც დილის გადაცემაში ფსიქოლოგს შეემთხვა. ყველას აინტერესებს, რამ გაამხიარულა ასე ნათია ფანჯიკიძე.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში სახლიდან ჩაერთო, კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. წამყვანის კითხვაზე – როგორ უნდა მართონ ადამიანებმა კორონავირუსით შექმნილი სიტუაციით გამოწვეული სტრესი, ვიდეოში წამყვანის ხმამაღალი სიცილი ისმის.

ვიდეო სოციალურ ქსელში აიტაცეს და ძალიან პოპულარული გახდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები იმაზე მსჯელობდნენ, რამ გამოიწვია ფსიქოლოგის ასე გამხიარულება. მოგვიანებით ცნობისმოყვარეებს თავად ნათია ფანჯიკიძემ უპასუხა.

„ეჰ, მაპატიეთ მეგობრებო, გამომრთეს ეგრევე აკიმივით, არ დამცალდა თერაპია. ტექნიკური ხარვეზი იყო და სანამ ტელეფონის კამერა როგორ დამეჭირა, მკარნახობდნენ, სოფო შამანიდმა, რომელიც უყურებდა ტვ-ს, მომწერა, დეგენერატოო (სიყვარულით რაღათქმაუნდა) და რომ ამოვიდა ეკრანზე მესიჯი, ამაზე გადავბჟირდი. ისე, ამ ინტერვიუში უნდა მეთქვა, რომ responsible.ge-ს მიერ დაფინანსებული აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა მკურნალობა არ შეწყვეტილა და ონლაინ გრძელდება“, – წერს ფანჯიკიძე.