COVID-19 - ბოლო ცნობები

მოსკოვში კორონავირუსის მსუბუქი ფორმით ინფიცირებულები სახლში იმკურნალებენ

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტმა მასთან ერთად მცხოვრებ პირებს რისკების შესახებ უნდა აცნობოს
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. მოსკოვის ხელისუფლებამ კორონავირუსის მსუბუქი ფორმით ინფიცირებულ პაციენტებს სახლში მკურნალობის და იზოლირების რეკომენდაცია მისცა, ხოლო გამწვავების შემთხვევაში ექიმის გამოძახება ურჩია, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებაში განსაზღვრულია კორონავირუსით ინფიცირებულების სახლში მკურნალობის განსაკუთრებული ალგორითმი.

ბრძანება 23 მარტიდან 30 აპრილამდე იმოქმედებს.

რით დაეხმარება იტალიას სამხედრო-სამედიცინო დესანტი რუსეთიდან

„თუ პაციენტს ექნება 38,5 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა, სასუნთქი მოძრაობების სიხშირე 30-ზე ნაკლები, ჟანგბადის სატურაცია (SpO2) 93%-ზე მეტი, თავისუფალი სუნთქვა, მაშინ პაციენტი სახლში რჩება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტმა მასთან ერთად მცხოვრებ პირებს უნდა აცნობოს რისკებისა და სხვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის აუცილებლობის შესახებ.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, ეცნობოს მოსახლეობის სოციალური დაცვის დეპარტამენტს ტელ.  8-495-870-45-09 საიზოლაციო ობსერვატორში დროებითი ცხოვრების შესაძლებლობის განსახილველად“, - ნათქვამია დოკუმენტში.