მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კურილის კუნძულებზე ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა

ცუნამის საშიშროების შესახებ მოსახლეობა უკვე გაფრთხილებული იყო და მათი ევაკუაცია განხორციელდა — ხალხი შემაღლებულ ადგილებზე გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. კურილის კუნძულებზე მომხდარი ძლიერ, 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, ცუნამის საშიშროების შესახებ მოსახლეობა უკვე გაფრთხილებული იყო და მათი ევაკუაცია განხორციელდა — ხალხი შემაღლებულ ადგილებზე გადაიყვანეს.

„ცუნამის პირველი ტალღის სიმაღლე დაახლოებით 50 სმ იყო. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. ცუნამის საფრთხე შენარჩუნებულია, ამიტომ ჩრდილო კურილსკის მოსახლეობა უსაფრთხო შემაღლებულ ზონაში რჩება“, — ნათქვამია სახალინის მთავრობის განცხადებაში.

განგაშის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიქცევის დაწყების შემდეგ იქნება მიღებული.