ბათუმში ექვსი მაღაზია დაიწვა

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, საგანგებო მდგომარეობის გამო სავაჭრო ობიექტები დაკეტილი იყო.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი მაღაზია დაიწვა, სამი კი დაზიანდა, იუწყება "აჭარის ტელევიზია"

ხანძარი თბილისში: დაღუპულია ხანდაზმული მამაკაცი

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, საგანგებო მდგომარეობის გამო სავაჭრო ობიექტები დაკეტილი იყო.

რაც შეხება ზარალს, მაღაზიების მფლობელების განცხადებით, თითოეულ მათგანს, სულ მცირე, 15 ათასი ლარის ზიანი მიადგა, ზოგ მაღაზიას კი 30 ათასზე მეტი ლარის. არც ერთი მაღაზია დაზღვეული არ იყო.

შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.