კორონავირუსის გამო ტაილანდის ქალაქი ლოპბური მაიმუნებმა დაიპყრეს – ფოტო

Sputnik

ტაილანდის ქალაქ ლოპბურის ქუჩებში მშიერი მაიმუნები საკვების გამო ერთმანეთს ებრძვიან. კორონავირუსის გავრცელების გამო ტურისტების ნაკადი შეწყდა, რომლებიც, ჩვეულებრივ, ცხოველებს საკვებს აძლევდნენ. ახლა მაიმუნები უბრალოდ შიმშილობენ.

ქალაქი ლოპბური ბანგკოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისგან 150 კილომეტრში მდებარეობს. მას ხშირად უწოდებენ მაიმუნების ქალაქს, ვინაიდან არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების ირგვლივ ასობით მაკაკა იყრის თავს. ეპიდემიამდე ცხოველებს საერთოდ არ ეშინოდათ ადამიანების და საკვებს სწორედ მათგან, უმეტესწილად, ტურისტებისგან იღებდნენ.

1 / 12
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტაილანდის ქუჩები მშიერი მაიმუნებით გადაივსო
2 / 12
ყველაზე მეტად არ გაუმართლა ქალაქი ლოპბურის მოსახლეობას. საქმე ისაა, რომ აქ უამრავი ველური მაიმუნი ბინადრობს, რომლებიც საკვების ტურისტებისგან მიღებას არიან მიჩვეული
3 / 12
ცხოველები საკვების უკმარისობის გამო ერთმანეთს ებრძვიან
4 / 12
მაიმუნების ბანდები, რომლებიც ადამიანებზე ყურადღებას არ ამახვილებენ, ხმაურობენ და აგრესიულად იქცევიან
5 / 12
ლოპბური უძველესი ქალაქია, სადაც ათასობით ველური მაიმუნი ბინადრობს
6 / 12
ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან
7 / 12
ცხოველები ძველი ბუდისტური ტაძრის ტერიტორიაზე და დასახლებულ პუნქტში ბინადრობენ
8 / 12
მაიმუნები Prang Sam Yod ტაძართან ლოპბურიში
9 / 12
ტაილანდში მაიმუნები წმინდა ცხოველებად მიიჩნევიან
10 / 12
აქ ისინი თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად გრძნობენ
11 / 12
და დაბრკოლების გარეშე შედიან სახლებსა და სასტუმროებში
12 / 12
თუმცა დღეისათვის ტაილანდის მოსახლეობაც კი შოკშია მაიმუნების აგრესიული ქცევის გამო, მოსახლეობა გარეთ გასვლას ერიდება