25 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების 73 შემთხვევაა დაფიქსირებული. ათი ადამიანი უკვე განიკურნა. საკარანტინო რეჟიმში რჩება ოთხი ათასზე მეტი ადამიანი, ექიმების დაკვირვების ქვეშ კი - 252. მთელ საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მუშაობა შეწყვიტა ბევრმა ობიექტმა და საწარმომ. საერთაშორისო მიმოსვლა შეჩერებულია, ასევე აკრძალულია შიდა ავიაგადაზიდვები. მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია. გზების ბლოკირებასა და წესრიგს ადგილზე ქართული არმია უზრუნველყოფს.