„არავითარი პანიკა არ არის!“ – ქართული სოფლის მოსახლეობას კორონავირუსის არ ეშინია – ვიდეო

საქართველო, როგორც მთელი მსოფლიო, კორონავირუსმა მოიცვა. თუმცა აქ ჯერ კიდევ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ვირუსი არც ისე საშიშია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, თუ როგორ უყურებენ ქართული სოფლის მკვიდრები კაცობრიობის გლობალურ პრობლემას.
Sputnik

თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე სოფელი გომბორი თითქოს საერთოდ სხვა პლანეტაზეა. აქ არავის ეშინია კორონავირუსის და არავინ აპირებს ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლას.

ბებია სიმნაზი ისევ ისე ყიდის ბოსტნეულს, აჯიკას და ყველს. მყიდველები მასთან მეზობელი სოფლებიდანაც კი მოდიან. „ყველაფერი რიგზე გვაქვს, ვცხოვრობთ ჩვეულებრივ, როგორც აქამდე“, – ამბობს ის.

ნოდარ ჯგუთაშვილიც ჩვეულებისამებრ დახლთან ზის საკუთარი სახლის წინ და ახალ ამბებს განიხილავს. მას არ აშინებს ექიმების გაფრთხილებები – ნოდარს ფილტვის უკმარისობა აქვს, ის „რისკის ჯგუფს“ განეკუთვნება.

განსხვავებული სიტუაციაა თელავში. აქ შედარებით დაძაბული გარემოა, როგორც საქართველოს დანარჩენ დიდ ქალაქებში.