COVID-19 - ბოლო ცნობები

შეპყრობილია „კარანტინის დამრღვევი“: პუმა ქალაქის ქუჩებში სეირნობდა – ვიდეო

COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლამის დაცარიელებულ ქალაქებში ველური ცხოველები დადიან.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში პოლიციამ კარანტინის უჩვეულო დამრღვევი დააკავა, იუწყება ტელეარხი 24 Horas. 

გავრცელებული ინფორმაციით, დილის 5 საათისთვის სამართალდამცველებმა ქალაქის ქუჩებში მოსეირნე პუმა შენიშნეს. მათ სასწრაფოდ გამოიძახეს სპეციალური სამსახური, რომლებმაც 35-კილოგრამიანი „დამრღვევი“ შეიპყრეს და ვეტერინარებს მიჰგვარეს.

საიდან გაჩნდა სანტიაგოს ქუჩებში პუმა, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლამის დაცარიელებულ ქალაქებში ველური ცხოველები დადიან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთისა და სხვა ქვეყნების ქუჩებში შვლებიც შენიშნეს, ტახებიც, ირმებიცა და დათვებიც კი.