COVID-19 - ბოლო ცნობები

ოლიმპიადა გადაიდო – იაპონია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საბოლოოდ შეთანხმდნენ

მანამდე ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გამოთვალა, რომ ამ დროისათვის პლანეტის ყოველი მეხუთე მცხოვრები კარანტინში იმყოფება COVID-19-ის პანდემიის გამო.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ოლიმპიადა არ ჩაიშლება, ის უბრალოდ გადაიდება, განაცხადა ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ ბრიფინგზე. 

ოლიმპიური ცეცხლი იაპონიაში სპეცრეისით ჩაიტანეს - დახვედრის ცერემონიის ვიდეო

მანამდე ცნობილი გახდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე ტელეფონით ესაუბრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ტომას ბახს და მასთან ერთად განიხილა ტოკიოში 2020 წლის ზაფხულისთვის დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების საკითხი.

„იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ [ტომას ბახს] ოლიმპიადის დაახლოებით ერთი წლით გადადება შესთავაზა, მომავალი წლის ზაფხულამდე. ბახი ინიციატივას ასი პროცენტით დაეთანხმა“, — განაცხადა კოიკემ. 

მანამდე ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გამოთვალა, რომ ამ დროისათვის პლანეტის ყოველი მეხუთე მცხოვრები კარანტინში იმყოფება COVID-19-ის პანდემიის გამო.

გამოცემის ცნობით, დედამიწაზე ამ დროისათვის 7,7 მლრდ ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 1,7 მლრდ თვითიზოლაციაშია.

ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენები კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში, ეპიდემიის აფეთქების დღიდან, დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 392 780 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 17 159 და განიკურნა 102 980 ადამიანი.