უკვე 67: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 67-ს მიაღწია.

ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

დღეს, დილით ინფიცირებულთა როდენობა იყო 61. ჯერ ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, ახლა კიდევ ერთი შემთხვევა დაემატა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.