ჩიქოვანი: დასაშვებია თუ არა საცხოვრებელ სახლში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მთავრობის პრეს-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი იმ შეზღუდვებზე საუბრობს, რაც საჯარო სივრცეში ათზე მეტი პირის თავშეყრას ეხება.
Sputnik
ჩიქოვანი: დასაშვებია თუ არა საცხოვრებელ სახლში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა
„რაც შეეხება შეკრებებს, მანიფესტაციებსა და თავშეყრის შეზღუდვას, აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია საჯარო სივრცეში, ათზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე შენობებში. ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს“, – ამბობს ჩიქოვანი.

მისი თქმით, აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც ათზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, მათ შორის სარიტუალო ღონისძიებებიც. ათზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია მხოლოდ იმ კერძო დაწესებულებაში, რომელიც აგრძელებს მუშაობას.