COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა

ამ დროისათვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 64 ათასს მიაღწია, ხოლო ამ ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ახალ კორონავირსუთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა.

იტალიელი ექიმები COVID-19-ის აპოკალიფსზე: ძალა აღარ გვაქვს, ეს სიზიფეს წყევლაა>>

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 64 ათასს მიაღწია, ხოლო ამ ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა.

„საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების! – ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი მეგობარ იტალიას უგზავნის“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 334 981 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 14 652 ადამიანი. ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 189 ქვეყანაში დაფიქსირდა.