საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

ამ დროისათვის ინფიცირებულია 66 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 235.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე ცხრა ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ახლახან განახლდა.

ამ დროისთვის ინფიცირებულია 66 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 235.

ტიკარაძე: ეპიდემიის აფეთქება უახლოეს ორ კვირაშია მოსალოდნელი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პროგნოზირებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქება უახლოეს ორ კვირაში მოხდება.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ესაა პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის აკრძალული ან შეზღუდულია რიგი მოქმედებები. დეტალურად ინფორმაციას ამის შესახებ გაეცანით აქ.