კალაძე: დღეს, საღამოდან თბილისის ქუჩები სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება

თბილისის მერი კახა კალაძე იმ პროექტის შესახებ საუბრობს, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დედაქალაქში დღეიდან დაიწყება.
Sputnik
კალაძე: დღეს, საღამოდან თბილისის ქუჩები სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება
„გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც დღეს, საღამოდან ვაპირებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ეს პროექტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს, საღამოდან ყველა ის ქუჩა, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტროს ჩასასვლელები, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ყველაფერი ვერ მოერევა ვირუსს, მაგრამ ეს არის პრევენციული ღონისძიებები. ამის შემდეგ ჩვენ ინდივიდუალურად დავამუშავებთ უშუალოდ გაჩერებებსაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით დღევანდელი საღამოდან თბილისში სადეზინფექციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები განახორციელებენ.