კორონავირუსით ინფიცირებული ავსტრიელი პილოტი სამშობლოში სპეცრეისით გაფრინდა

არსებული ინფორმაციით, მან სპეცრეისით საფრანგეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა და ბათუმში სასტუმრო Hilton-ში გაჩერდა.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ავსტრიელი პილოტი, რომელსაც გუშინ ქართველმა ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსი დაუდგინეს, სპეცრეისით სამშობლოში გაემგზავრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

ტიკარაძე: ეპიდემიის აფეთქება უახლოეს ორ კვირაშია მოსალოდნელი

საკუთარი მოქალაქის წასაყვანად სპეცრეისი ავსტრიის ხელისუფლების ორგანიზებით განხორციელდა.

ავსტრიელი პილოტი საქართველოში ექვსი დღის წინ ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, მან სპეცრეისით საფრანგეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა და ბათუმში სასტუმრო Hilton-ში გაჩერდა.

ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და გუშინ, დილით ტემპერატურის გამო ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. აეროპორტში ავსტრიელი სპეცმანქანით გადაიყვანეს.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 66-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 3320 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.