ყვითელი ამბები

„გაგანია კარანტინებში ჩვენთან მატებაა“– თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე შვილს ელოდებიან

სანდრო მიკუჩაძისა და თამუნა მუსერიძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლახან მათ საზოგადოებას ახალი ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინეს.
Sputnik

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან. მიკუჩაძემ სოციალურ ქსელში ტესტის ფოტო გამოაქვეყნა და პოსტი დაწერა.

მოგვიანებით მუსერიძემ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ორსული ქალებია გადაღებული და ასეთი სათაური გაუკეთა: „ეს გინდოდათ?“, რაზეც ქმარმა ემოციური კომენტარი დაუწერა: „ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი ხარ შენ და თან ჩემპიონზე ჩემპიონი დედა. ძალიან მიყვარხარ და უზომოდ ბედნიერი ვარ შენ წყალობით. დიდი მადლობა შენ ამ ბედნიერებისთვის“.

წყვილის სიყვარულის შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი. რამდენიმე თვე დაშორებულებიც იყვნენ. ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს და რომანიც მალე გაჩაღდა. „როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო“, – ამბობდა თამუნა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თამუნა დაქორწინებული ორჯერ იყო და ერთი შვილი – ალექსანდრე მაკალათია ჰყავს. ქორწინებაში სანდროც იყო. მას პირველი ქორწინებიდან ელენე ჰყავს. წყვილს საერთო შვილი მარიამიც ჰყავს.