ყვითელი ამბები

„დღეში 100-ზე მეტი კორონავირუსიანი პაციენტი მიდის მასთან“ – ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე

მსახიობი და ტელეწამყვანი გულის ამაჩუყებელ სიტყვებს მისი შვილის მამაზე წერს. ნუკის და ბენჯის კილომეტრები აშორებთ. ექიმი ამერიკაში დარჩა, ხოლო მისი მეუღლე თბილისში ვაჟთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.
Sputnik

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

„არც პანიკას არ ავყვები და არც არაფერი მსგავსი. გუშინ საღამოს ვისხედით და ვსაუბრობდით, აქ თბილისში, სახლში (იზოლიაციამ გამალოთა და გამასუქა). ვუყურებდი სტატისტიკებს და თითქოს იკლო და გადავწყვიტეთ რომ ერთი ორი კვირაც და მორჩება ეს უბედურება. მერე ველაპარაკე ბენს, რომელიც წინა ზოლშია, იბრძვის ყოველ დღე! დღეში 100-ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდო კორონა აქვს. სანამ მე ვჭიკჭიკებდი ჩემებთან და ვგეგმავდი ამ ყველაფრის დროულ დამთავრებას, მაჩვენებლები შეიცვალა, ამერიკა უკვე მესამე ქვეყანა (ინფიცირულების რაოდენობით) და შესაბამისად წითელ ზოლშია. არ ვიცი დავალაგე თუ არა აზრი, ან საერთოდ არის თუ არა რამე აზრი ჩემს პოსტში“, – ემოციებს ვერ მალავს ნუკი კოშკელიშვილი.

აი, რას წერს Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე მსახიობი: „უბრალოდ თქვენ გეუბნებით, ძალიან ვნერვიულობ, ამ დროს მარტივია თავი დაიცვა, ჩაიკეტე სახლში და იყავი ტკბილად, აი იმან რა თქვას, ვისაც ცხვირი აქვს გახეხილი სათვალის და პირბადისგან?! თქვენ თავსაც საფრთხეში აყენებთ, თქვენ ახლობლებსაც და იმათაც ვინც დარჩა სამსახურში თქვენთვის, მაშინ როცა იღებთ გადაწყვეტილებას მაინც გახვიდეთ სახლიდან!!! #დარჩისახლში...“, – წერს ნუკი.