თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე რვა ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ახლახან განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 23 მარტისთვის>>
ჯერერობით არ გაზრდილა კორონავირუსით ინფიცირებულთა მონაცემები. ეს ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დაადასტურა.