COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ის სტრესის დასაძლევად: ექსპერტები გამოსავალს ასახელებენ

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ პანდემიასთან გასამკლავებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სტრესის თავიდან აცილებაა, ამიტომ ისინი ასახელებენ მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს გუნების გამოკეთებას და ზრდის ორგანიზმის თავდაცვის უნარს.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის პამდენიის ფონზე ადამიანები სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, უარყოფითი ემოციები კი სხვა დაავადებების რისკს ზრდის, აცხადებენ სპეციალისტები. 

COVID 19: ქვეყნდება აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი

ექსპერტები აქვეყნებენ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც არა მხოლოდ ხელს უწყობს გუნების გამოკეთებას, არამედ იმუნიტეტსაც აძლიერებს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს COVID-19-ის მიმართ.

„პროდუქტები, რომლებიც განწყობაზე ზეგავლენას ახდენს — სეროტონინის წარმომქმნელი პროდუქტებია. სწორედ სეროტონინია პასუხისმგებელი დადებით ემოზიებზე“, — აცხადებენ ექიმები.

მათი რეკომენდაციით, ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რაციონში შევიდეს: ბანანი, ყველი, შოკოლადი, რძის პროდუქტები, ინდაურისა და კურდღლის ხორცი. ყველა ეს პროდუქტი შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც შემდგომ სეროტონინის სინთეზს ხმარდება.

მთლიანობაში კვების სპექტრი უნდა იყოს ადეკვატური სასარგელო ნივთიერებების, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობით. საჭიროა მენიუში მეტი ხილისა და ბოსტნეულის შეტანა და იქიდან სწრაფი ნახშირწყლების ამოღება. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები. 

იტალიაში COVID-19-ით მაღალ სიკვდილიანობას ახალი ახსნა მოუძებნეს>>

ექსპერტები ამბობენ, რომ სასურველია ცხოველური წარმოშობის ცხიმების მცანარეულით შეცვლა, მაგალითად, ზეითუნის ან სელის ზეთით, უკიდურეს შემთხვევაში კი მზესუმზირის ზეთითაც. 

გარდა ამისა, ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას ხელს უწყობს ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტებიც: ზღვის ცხიმიანი თევზი, მცენარეული ზეთები, კაკალი და თხილის სხვადასხვა სახეობები. კარგია В ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტების მიღებაც. ეს ვიტამინი დიდი რაოდენობითაა ღვიძლში და ასევე წიწიბურაში. 

სასურველია რაციონიდან ამოიღოთ ისეთი სტიმულატორები, როგორებიცაა ყავა ან მაგარი ჩაი, ვინაიდან ეს სასმელები შფოთვას აძლიერებს. სჯობს მიირთვათ კრაზანას ან პიტნის ჩაი.