მსოფლიო დღეს

თვალთვალი, კონტროლი და დაპატიმრება: როგორ ებრძვიან სპეცსამსახურები COVID-19-ს – ვიდეო

თვითიზოლაციაში მყოფი, სავარაუდოდ, ინფიცირებული ადამიანები მკაცრად კონტროლდებიან. პოლიცია სახლის ტელეფონებზე დარეკვით ამოწმებს მათ შინ ყოფნას და ბინების შემოვლასაც აწარმოებს.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ისრაელის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში ექსტრემალური ზომები შემოიღო, რათა კარანტინის წესების დაცვა აკონტროლოს, იუწყება BBC

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სპეცსამსახურებს მიეცათ უფლება, შეტყობინებისა და გაფრთხილების გარეშე უთვალთვალონ ადამიანების გადაადგილებას მათი მობილური ტელეფონების მეშვეობით.

„დადგა დრო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და საკუთრივ სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთებისა“, — განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფთალი ბენეტიმ.

თვითიზოლაციაში მყოფი, სავარაუდოდ, ინფიცირებული ადამიანები მკაცრად კონტროლდებიან. პოლიცია სახლის ტელეფონებზე დარეკვით ამოწმებს მათ შინ ყოფნას და ბინების შემოვლასაც აწარმოებს. 

გარდა ამისა, ქუჩებში გამოსვლა უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ეკრძალებათ ჯანმრთელ მოქალაქეებსაც. ქვეყნის საზოგადოებრივ ადგილებში მიმდინარეობს პატრულირება.   

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 238 ადამიანს შეადგენს. გარდაცვლილია ერთი და განკურნებულია 37 პაციენტი.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 349 211 ადამიანი. გარდაცვლილია 15 308 და განკურნებულია 100 165 კაცი.