COVID-19 - ბოლო ცნობები

გაეროს ეგიდით: COVID-19-თან ბრძოლისთვის საერთაშორისო ფონდი იქმნება

ფონდი შეიძლება შეიქმნას იმ ფონდის მაგალითზე, რომელიც 2014 წელს დაარსდა ებოლასთან ბრძოლის მიზნით და რომლის საქმიანობაც ძალიან წარმატებული გამოდგა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ნორვეგია აპირებს საკუთარ თავზე აიღოს კორონავირუსთან ბრძოლის გლობალური ფონდის ჩამოყალიბების ინიციატივა გაეროს ეგიდით, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიქსენ სორეიდემ. 

იტალიაში COVID-19-ით მაღალ სიკვდილიანობას ახალი ახსნა მოუძებნეს

„საერთაშორისო ფონდი გაეროს ეგიდით შეძლებს სტაბილურობის უზრუნველყოფას ჩვენი პარტნიორებისთვის და დაგვეხმარება გავხადოთ ქვეყნების ძალისხმევა უფრო ეფექტური“, — ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

მისი თქმით, ისეთი გლობალური კრიზისების დროს, როგორიც ახლაა, საერთაშორისო თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

აღნიშნული ფონდი შეიძლება შეიქმნას იმ ფონდის მაგალითზე, რომელიც 2014 წელს დაარსდა ებოლასთან ბრძოლის მიზნით და რომლის საქმიანობაც ძალიან წარმატებული გამოდგა. 

ოფიციალური განცხადება ფონდის შექმნის შესახებ შესაძლოა ამ კვირაში გაკეთდეს. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 339 259 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 14 706 და გამოჯანმრთელდა 98 834. ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 25-ს მიაღწია.