COVID-19 - ბოლო ცნობები

„ევროვიზია 2020“ შესაძლოა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს: ორგანიზატორები მსჯელობენ

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, წლევანდელ კონკურსს, თუ მისი ონლაინ ჩატარება გადაწყდა, არ ჰქონდეს შეჯიბრის ხასიათი.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ვოკალური კონკურსი „ევროვიზია 2020“ შესაძლოა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს, ორგანიზატორები ამ დროისათვის განიხილავენ ამის შესაძლებლობას, იუწყება ევროპის მაუწყებელთა კავშირი. 

„ევროვიზია 2020“ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა წლევანდელ კონკურსს, თუ მისი ონლაინ ჩატარება გადაწყდა, არ ჰქონდეს შეჯიბრის ხასიათი. 

„მომღერლები და მათი სიმღერები დაგვეხმარება გავაერთიანოთ და გავართოთ ევროპელები ამ მძიმე დროში“, — წერენ „ევროვიზიის“ ორგანიზატორები. 

ყოველწლიური სიმღერის კონკურსი „ევროვიზია 2020“ წელს როტერდამში (ნიდერლანდები) უნდა ჩატარებულიყო 12-დან 16 მაისამდე პერიოდში, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო 18 მარტს ორგანიზატორებმა მისი 2021 წლისთვის გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ბოლო მონაცემებით, ნიდერლანდებში COVID-19-ით ინფიცირებულია 4 217 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 180 და გამოჯანმრთელებულია 3 პაციენტი. 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 339 259 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 14 706 და გამოჯანმრთელდა 98 834. 

იმ ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, 25-ს მიაღწია.